რეგლამენტი

4

რეგლამენტი  _   1. სხდომის, კონფერენციის ჩატარების წესი; 2. აქტივობისთვის გამოყოფილი განსაზღვრული დრო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „პროგრამა“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი სამგან ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.