რბევა _ აკლება, აწიოკება, აოხრება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიტინგი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია ხელები, ორივე ხელი ზევით მოძრაობს ერთად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ცემა“ _ მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.