რაფა _ ფანჯრის ჭრილის ქვედა ნაწილში ჩადგმული ვიწრო ფიცარი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფანჯარა“ _ წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.