რაიონული _ რაიონთან დაკავშირებული, რაიონის კუთვნილი, რაიონისა, სარაიონო
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რაიონი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მათი“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა მხართან განთავსებული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.
