რაინდი _ კეთილშობილი, დიდსულოვანი, გმირი ვაჟკაცი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაჟკაცი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საულვაშეზე ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამდვილი“ _ ხელისგულები მიმართულია ერთმანეთისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.