რადიო _ კავშირგაბმულობა და მაუწყებლობა მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღებით
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სმენა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ყურთან მიტანილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ბოლო ფაზაში თითები ოდნავ მოხრილია ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.