ყოველდღე _ ყოველ დღეს, ყოველდღიურად, მუდამდღე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყოველი“ _ მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დღე“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია სინქრონულად ქვევით გადაადგილებილი ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.