ქელეხი _ მიცვალებულის მოსახსენებლად გამართული პურის ჭამა დამარხვის დღეს, ორმოცზე ან წლისთავზე, აღაპი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია მაჯებთან ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუფრა“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით და ზევით აღმართული ცერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.