პორტფელი _ საქმიანი ქაღალდებისა და წიგნების სატარებელი ოთხკუთხი ბრტყელი ჩანთა საკეტით და სახელურით
ორნაწილიანი, იკონური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ განსვლითი, შემდეგ კი ქვევით მიმართული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეშვება მარცხენა ხელის წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.