პოლიციელი

9

პოლიციელი   _   პოლიციის თანამშრომელი, პოლიციის მოხელე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პოლიცია“ _ მარცხენა ხელისგული ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია მარჯვენა ხელის თითები და ზევით აღმართულია ცერი; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.