ფიცი

ფიცი _  აღთქმა, სიტყვის მიცემა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ფიცი“ / „პატიოსანი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული,  ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ფიცი

ფიცი  _   აღთქმა, სიტყვის მიცემა   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ფიცარი

ფიცარი  _  ორივე მხრით ბრტყელი ხის ნაჭერი, ჩვეულებრივ მორის სიგრძივ ჩამონაჭერი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“ _ მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარცხნივაა მიმართული, მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით ქვევითაა მიმართული და თითებით ეხება მარჯვენა იდაყვს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ ქვევით მიმართულია … Read more

Categories

ფიქრი

ფიქრი  _   თავისთვის, გუნებაში მსჯელობა, რისამე წარმოდგენა, აზრად ქონა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, საფეთქელთან განთავსებული და სახისკენ მიმართული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ფიფქი

ფიფქი _   თოვლის კრისტალი, ფანტელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თეთრი“ _ ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს და ეხება მკერდს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუათითი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(თოვლის) მოსვლა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ფართოდ გაშლილი თითები ირხევა, … Read more

Categories

ფორმა

ფორმა  _   გარეგნული მოხაზულობა, მოყვანილობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ქვევით რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის  დონეზე.

Categories

ფინანსები

ფინანსები  _   ფულადი სახსრები   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თანხა” _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ზევით  მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და გაშლილი თითებით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ … Read more

Categories

ფინალი

ფინალი  _   დასასრული, ბოლო, რისამე უკანასკნელი ნაწილი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ვერტიკალზე განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა სხეულისკენ და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ფილტვი

ფილტვი  _  ადამიანის ან ცხოველის სასუნთქავი ორგანო გულმკერდის ღრუში.   ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუათითი ეხება მკერდს ჯერ მარცხნივ, შემდეგ კი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს ხელი და შუათითი ეხება მკერდს მარჯვენა მხარეს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ფილოსოფია

ფილოსოფია _   მეცნიერება ბუნების, ადამიანთა საზოგადოებისა და აზროვნების განვითარების უზოგადეს კანონზომიერებათა შესახებ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფედერაცია“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, წინ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მეცნიერება“ _ ხელისგული გაშლილი და ქვედა ფალანგებში მოხრილი თითებით მარცხნივაა მიმართული, განზე … Read more

Categories

ფილმი

ფილმი  _  კინოსურათი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ფიზკულტურა

ფიზკულტურა  _  ფიზიკური კულტურა, ადამიანის სხეულის გაჯანსაღება, სრულყოფა ფიზიკური ვარჯიშით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ  მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, განსვლითი მოძრაობა, ორივე ხელი სინქრონულად იხრება და იშლება იდაყვში: მხრებს უახლოვდება და შორდება ხელის მტევნები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

Categories

ფიზიკა

ფიზიკა  _   ძირითადი საბუნებისმეტყველო მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერების ზოგად თვისებებსა და მოძრაობის კანონებს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფედერაცია“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, წინ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა … Read more

Categories

ფიგურა

ფიგურა _  1. სიბრტყის ნაწილი, შემოსაზღვრული დახშული ხაზით, ხატვით ან ხაზვით გამოყვანილი გამოსახულება; 2. ადამიანის ტანის მოყვანილობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით  სინქრონულად სრულდება სხეულის ფორმის რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ფეხშიშველი

ფეხშიშველი _  ვისაც ფეხთ არაფერი აცვია   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ფეხი“ _ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით სხეულისკენ მიმართულია ფეხთან განთავსებული ხელისგული, სრულდება განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება ფეხს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცარიელი“ _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული … Read more

Categories