ობი

1

ობი  _ სოკოს ქსელი, რომელიც მოთეთრო, მოყვითალო ან მომწვანო ლაქების სახით უჩნდება კვების პროდუქტებს ან სხვა საგნებს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მწვანე“ _ ხელისგული მიმართულია წინ და მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ლოყას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამოსული“ – გაშლილი და წინ მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი განთავსებულია მარცხენა ხელისგულზე და რკალური ტრაექტორიით ასრულებს სამჯერად მოძრაობას წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.