ნურავინ _ ნურც ერთი ვინმე, ნურც ერთი ადამიანი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ძველი ანბანის „ნ“ დაქტილით წარმოდგენილი ფორმა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ _ წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.