ნაცვამი _ რაც ვისმე ეცვა, ნახმარი (ტანისამოსი ან ფეხსაცმელი)
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩაცმა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, საჩვენებელი თითები შემოხვეულია ცერებზე, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.