ნაწყენი

8

ნაწყენი  _  ვისაც რამე აწყენინეს, ვისაც რამე ეწყინა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამუსი“ / „მორიდებული“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და  სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია  ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაღველი“ / „დარდი“  _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, ოდნავ მარცხნივ გადაადგილდება და ისევ ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.