ნაცადი

5

ნაცადი  _  რაც სცადეს, გამოსცადეს, რაც სხვა დროსაც უცდიათ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცდა“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და გაშლილი ცერით, სრულდება მოძრაობა უკან, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.