ნაჩქარევი

4

ნაჩქარევი  _   ნაადრევად ჩქარი, სწრაფი, აჩქარებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მალე“  _ ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს და ასრულებს რკალური ტრაექტორიის განმეორებად მოძრაობას  წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩქარე“ _   სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული, ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება მონაცვლეობითი, განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.