ნათლია _ მომნათლავი ნათლულის მიმართ
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი, ზევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან, მომდევნო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელის გაშლილი თითები ზემოდან ადევს მარცხენას, ორივე ხელით ერთად სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.