ნათელი _ სინათლით მოცული, სინათლიანი, შუქიანი, განათებული
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, ცერები ეხება მოხრილი თითების წვერებს, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით, ბოლო ფაზაში ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი სრულდება სახისა და მხრების დონეზე.