ნაჭუჭი _ რისამე ბუნებრივი მაგარი გარსი, რომელიც ფარავს უფრო რბილ შინაგან ნაწილებს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კვერცხი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგაში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეკანი“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული, ფალანგებში ერთად მოხრილი და ზევით აღმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხენა მაჯის გარეთ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.