ნარკომანი _ ნარკოტიკის მომხმარებელი პირი, ნარკომანიით შეპყრობილი ადამიანი
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ გაწვდილია ზევით მიმართული მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხენა ვენისკენ მიმართულია მარჯვენა ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ცერი ეხება მარცხენა ხელს ვენასთან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.