მსახიობი – ხელოვნების ნაწარმოების პროფესიული შემსრულებელი სცენაზე, არტისტი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მსახიობობა“ / „გამოჩენილი“ – წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება შუა თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, მომდევნო ფაზაში წინ და მარჯვნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მკერდისა და მხრების დონეზე.