მოთხრობა – მცირე მოცულობის სიუჟეტიანი პროზაული მხატვრული ნაწარმოები
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაწარმოები“ – მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოყოლა“/ „თხრობა“ – ხელისგულები მიმართულია წინ, ცერები და შუა თითები წვერებით ეხება ერთმანეთს, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში ორივე ხელზე ფართოდ გაშლილია ზევით აღმართული თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
