მინისტრი – მთავრობის წევრი, ამა თუ იმ სამინისტროს ხელმძღვანელი
ორხელიანი სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია არათითი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.