მიღებული

25

მიღებული   რაც მიიღეს, აღებული, გამორთმეული

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიღება“ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელი ზევით მოძრაობს სინქრონულად და ბოლო ფაზაში თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“   სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.