მეთხუთმეტე

7

მეთხუთმეტე  რიგით თოთხმეტი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თხუთმეტი“   მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, თითების წვერებით ხელები ერთმანეთს ეხება, მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა ხელი უცვლელი კონფიგურაციით რჩება იმავე პოზიციაში, ხოლო მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რიგითობა“ სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, ცერი ეხება გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება თითების რხევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.