მელანი – საწერად სახმარი სხვადასხვა ფერის სითხე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამელნე“ – მოხრილი თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია
სხეულისკენ, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და ქვევით დაშვებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური იკონური სიტყვა-ჟესტი „კალამი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
