მეეტლე

8

მეეტლე    ეტლის წამყვანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური

სიტყვა-ჟესტი „ცხენი“ ხელისგულები მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები გარდიგარდმო ადევს მარცხენა ხელის გაშლილ საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია ორივე ხელზე; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეტლი“ მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.