მევენახე

9

მევენახე  მევენახეობის სპეციალისტი, მევენახეობაში დახელოვნებული პირი

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვენახი“ /„ყურძენი“ სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი, ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი პირისკენ მოძრაობს, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს სცილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყობა“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ; ჟესტის ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“  ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.