მედროშე

7

მედროშე  დროშის ხელში დამჭერი, დროშის წამღები, ალამდარი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დროშა“ / „ალამი“ სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით და ზევით აწეული ცერით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით ეხება მარჯვენა ხელის იდაყვს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.