ლუკმა – საჭმლის მცირე ნაწილი, რასაც ერთ ჯერზე ჩაიდებენ პირში
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პური“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და სხეულისკენ, მარჯვენა ხელი ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულს და მარჯვნივ გადაადგილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „(პურის) ნაჭერი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წრიულად მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითებით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.