ლომი – მოყვითალო ფერის დიდი მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი (კატისებრთა ოჯახისა); ხვადისთვის დამახასიათებელია ხშირი ფაფარი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფაფარი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ხელები ეხება თავს, ორივე ხელით სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის ქვევით მიმართული სინქრონული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.