ლოკოკინა – მოლუსკების ტიპის უხერხემლო ცხოველი, რომელიც ცხოვრობს საკუთარ ნიჟარაში
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია ქვევით, მასზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი გაშლილი თითების რხევით მარცხნივ მოძრაობს და ეხება მარცხენა მაჯას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.