ლექტორი

8

ლექტორი  ვინც ლექციას კითხულობს, უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ინსტიტუტი“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მასწავლებელი“   წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.