კვალიფიკაცია

7

კვალიფიკაცია  _ 1. საგნების, მოვლენების განსაზღვრა, დახასიათება მათი თვისებრივი თავისებურების მიხედვით, შეფასება; 2. ამა თუ იმ სამუშაოსათვის, პროფესიისათვის, საქმიანობისათვის ვისიმე გამოსადეგობა, სათანადო მომზადების, პროფესიული ცოდნისა და ჩვევების დონე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პროფესია“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული  თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამაღლება“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ გაშლილი და  ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი მსუბუქად ეხება  მარცხენა ხელისგულს და ზევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.