კონტროლი _ შემოწმება, ზედამხედველობა, მეთვალყურეობა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.