კიბო _ კირჩხიბი, წყლის ათფეხა ცხოველი, სხეული დაფარული აქვს მაგარი ქიტინოვანი საფარველით, აქვს დიდი მარწუხები და კუდის მსგავსი მუცელი
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, ფათოდ გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელის გაშლილი თითებით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მაკრატელისებური განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და თითები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.