ხაში _ ძროხის მოხარშული ფაშვის და ჩლიქების წვნიანი კერძი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შიგნეული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაწეული შუათითით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭამა“ – სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.