კერძო _ ცალკეული პირის კუთვნილი, ისეთი, რაც არ ეკუთვნის სახელმწიფოს ან საზოგადოებას
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მკერდს ქვევით სხეულზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება მოძრაობა ქვევით რკალური ტრაექტორიით და ხელი ისევ ეხება სხეულს და ბოლო ფაზაში ხელისგული იმავე კონფიგურაციით ზევითაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.