კატლეტი _ დაკეპილი ხორცის ბრტყელი მოგრძო კვერი, კვერცხში აზელილი და ბოსტნეულით შეზავებული
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ზემოთ განთავსებულია მარცხენა ხელი, იმავე კონფიგურაციით სრულდება ხელების პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა და ბოლო ფაზაში ზემოთ განთავსებულია მარჯვენა ხელი. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.