კატეგორია _ 1. ლოგიკური ცნება, რომელიც განზოგადებულ ფორმაში ასახავს ობიექტური სინამდვილის მხარეებს, მათ ურთიერთკავშირსა და მიმართებას; 2. რიგი, თანრიგი, წყება, ჯგუფი, ხარისხი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯგუფი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზევით განთავსებული ცერებით, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს სინქრონულად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაყოფა“ – სხეულისკენ მიმართულია
მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელი მარცხენაზეა განთავსებული და რკალური ტრაექტორიით მარჯვნივ მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.