ჯოჯოხეთი

7

ჯოჯოხეთი _ ადგილი საიქიოში, სადაც საშინელ ცეცხლში იტანჯებიან ცოდვილთა სულები

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეშმაკი“ _ სხეულისკენ მიმართულია თავთან განლაგებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, გაშლილი და სახისკენ მიმართულია ცერი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვევით“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.