ჰავა _ ამა თუ იმ ადგილისათვის ჩვეულებრივი მეტეოროლოგიური პირობების ერთობლიობა, კლიმატი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჰაერი“ / „ამინდი“ _ ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში ხელები ჯვარედინად გადაიკვეთება იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სინესტე“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია წინ და ერთმანეთისკენ მიმართული თითები, ბოლო ფაზაში ცერები ეხება არათითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.