ჯაჭვი _ ერთმანეთში გაყრილი ლითონის რგოლების მწკრივი
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი თითების წვერებს წრეების ფორმით, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელები ერთმანეთს ჯაჭვურად ებმის ცერებით და საჩვენებელი თითებით, ბოლო ფაზაში ხელები ერთმანეთს სცილდება იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.