ჯაშუში _ 1. პირი, რომელიც რომელიმე მთავრობის დავალებით იგებს სხვა სახელმწიფოს სამხედრო საიდუმლოს; 3. მაბეზღარი ადამიანი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამბის მიტანა“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“_ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.