ჯანმრთელი

10

ჯანმრთელი  _   ჯანსაღი, ჯანიანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგარი“ _ ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ხელები მსუბუქად ეხება მკერდს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა წინ, მომდევნო ფაზაში მუშტებად შეკრულია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.