ისედაც

8

ისედაც  ისეც

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „იგივე“ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ჯერ სრულდება ერთმანეთისკენ მიმართული, შემდეგ კი განსვლითი ტრაექტორიის მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ისევ“   მუშტად შეკრული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარცხნივ მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი და ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ეხება მარცხენა ხელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.