ინტონაცია – მეტყველების რიტმულ-მელოდიური წყობა, რომელიც დამოკიდებულია ტონის აწევ-დაწევაზე, ხმის სახეცვალება სიმაღლის მიხედვით
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხმა“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ყელს ეხება გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბალი“ – მარცხნივ და ქვევით მიმართულია ხელისგული, ერთმანეთთან შეტყუპებული თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია ყელისა და მკერდის დონეზე.