ინიციატივა – თაოსნობა რაიმე საქმეში, რაიმე წამოწყებაში
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „იდეა“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, შუბლს ეხება გაშლილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინდა“ / „სურვილი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.