იისფერი – რაც ფერით იას მოგვაგონებს, მოწითალო ლურჯი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვავილი“ – სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, მომდევნო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით მიმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფერი“ – ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, ხელი სახის დონეზე ფართოდ გაშლილი თითებით რკალურ მოძრაობას ასრულებს ზევიდან ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
